საია-ს 2021 წლის ანგარიში

საია-მ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ანგარიშში საარჩევნო კამპანიისა და კენჭისყრის დღეს გამოვლენილ დარღვევებზეა საუბარი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ არჩევნებზე ხელისუფლების მხრიდან ისევ დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ოპოზიციის კანდიდატებსა და მხარდამჭერებზე ზეწოლის ფაქტები. ასევე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამართალდამცველებმა უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე კანონის აღსრულება სათანადოდ ვერ შეძლეს. საია-ში ამბობენ, რომ რეფორმის ფარგლებში დანერგილი სავალდებულო გადათვლის წესი არჩევნების მიმართ სანდოობას ზრდის, თუმცა პროცედურა დასახვეწია.