მერს ირჩევენ ზუგდიდში. ამომრჩევლებმა არჩევანი მამუკა წოწერიასა და ანზორ მელიას შორის უნდა გააკეთონ. არჩევნების მეორე ტური იმართება სენაკის მუნიციპალიტეტშიც, სადაც ერთმანეთს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ კობა ნაყოფია და „ქართული ოცნებიდან“ ვახტანგ გადელია დაუპირისპირდებიან.
სენაკის 64-ე საარჩევნო ოლქში 44 საარჩევნო უბანია გახსნილი. ორ საარჩევნო ოლქში საკრებულოს ორი მაჟორიტარი დეპუტატიც უნდა აირჩიონ.
ნატო ბერულავა გააშუქებს არჩევნების მეორე ტურს სენაკში, ის ახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება – როგორ მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი.