იუსტიციის მინისტრის შეთავაზება სააკაშვილს - შეფასებები

მიხეილ სააკაშვილი მზადაა გადავიდეს გამოკვლევისთვის კლინიკა „ვივამედში“. ამის შესახებ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მასთან შეხვედრის შემდეგ კობა ნაყოფიამ და გიული ალასანიამ განაცხადეს. ყოფილი პრეზიდენტის დედის და შვილის ინფორმაციით, დღეს უარი მან მხოლოდ ოჯახთან დაგეგმილი შეხვედრის გამო თქვა. მათივე ინფორმაციით, სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს.