აქცია ზუგდიდში

ზუგდიდის მერიასთან ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია გაიმართა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანი წითლიძე ზუგდიდის საკრებულოს წევრებთან და მედიასთან ერთად, ზუგდიდის მერთან, მამუკა წოწერიასთან შეხვედრას ითხოვდა. თუმცა სამართალდამცველებმა საკრებულოს წევრებს მერიაში შეშვებაზე უარი უთხრეს.

აქციის მონაწილეებს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მიმართეს. ისინი ზუგდიდში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე საუბრობდნენ. მათი თქმით, აქციები მერიის წინ პერმანენტულად გაიმართება და ზუგდიდის მერს მშვიდად მუშაობის საშუალებას არ მისცემენ. აქცია სასტვენებისა და  დოლის ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.