საკადრო გადაადგილებები „ნაციონალურ მოძრაობაში“

რატომ გახდა საჭირო საკადრო ცვლილებები „ნაციონალურ მოძრაობაში“. ნიკა მელია პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე აღარ არის. ის კობა ნაყოფიამ შეცვალა. გენერალური მდივანი კი პეტრე ცისკარიშვილი გახდა. ცვლილებებია თბილისის ორგანიზაციაშიც. ლიდერები ამბობენ, რომ სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები პარტიის გაძლიერებისთვის მიიღეს და საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრება, რომ ნიკა მელია ჩამოშორდა პარტიას, არასწორია.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებებით, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ როგორც პარტიამ, შესაძლებლობები სრულად ამოწურა.