„აბრეშუმის გზის ფორუმი“

ერთი სარტყელი – ერთი გზა. „აბრეშუმის გზის ფორუმი“ და ღონიძიების პირველი დღე თბილისში.

ეკონომიკურ ფორუმზე, რომელსაც 60-მდე ქვეყნის 2000 დელეგატი ესწრება, რეგიონის ქვეყნების, მათ შორის ბუნებრივია საქართველოს, სატრანზიტო პოტენციალის ათვისების შესახებ ისაუბრეს. მჭიდრო ეკონომიკურ და სატრანსპორტო ურთეთიერთობებზე მსჯელობა პანელებსა და დისკუსიებზე გაგრძელდა. კომენტარები გაკეთდა ანაკლიის პორტზეც. რკინიგზისა და მაგისტრალების გარდა, ტრანზიტისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიეთობებისთვის, მაღალი რანგის სტუმრები ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზეც ამახვილებდნენ ყურადღებას.

რა გეგმები აქვს ქვეყნის ეკონომიკურ გუნდს და როგორ აპირებს ხელისუფლება საკმაოდ ამბიციური მიზნის მიღწევას, გახდეს მთავარი დამაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის.