მარნეულის ყოფილი მერის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს რუსთავის საქალაქო სასამართლოში.
სხდომაზე მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობს. პროცესს ოთხივე ბრალდებული ესწრება. მარნეულში მოქალაქის, ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაკავებულ მარნეულის ყოფილ მერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეუფარდა.
რუსუდან ლოლაძე მუშაობს რუსთავში.