თემურ აბაზოვის საქმის ახალი დეტალები.
მარნეულის ყოფილი მერის ადვოკატები მთავარ პროკურორს გამოძიების პირად კონტროლზე აყვანას თხოვენ. გაგი მოსიაშვილის თქმით, ბრალდების მხარე 6 აგვისტოს ჩანიშნული წინასასამართლო სხდომის გადადების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს და ვადის გადაწევას 20 სექტემბრამდე მოითხოვს. ბრალდებულის ადვოკატების განცხადებით, მათ უჩნდებათ ეჭვი, რომ პროკურატურამ ორ თვეში შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვება ვერ შეძლო, ახლა კი ცდილობს საქმეში ცრუ მოწმეები ჩართოს.