ადვოკატების განცხადება

ადვოკატები ამნისტიის კანონპროექტს „არაჰუმანურსა“ და „დისკრიმინაციულს“ უწოდებენ. ისინი განმარტავენ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმრები 7 წლის განმავლობაში ამნისტიის კანონპროექტს ელოდებოდნენ, არსებული დოკუმენტი კი არ ითვალისწინებს საყოველთაო ამნისტიის პრინციპებს.