გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაცვის მხარე შესავალ სიტყვებს წარმოთქვამს. წინა სხდომაზე ამით პროკურატურამ ისარგებლა, ახლა კი, ადვოკატების ჯერია. მათი თქმით, ყურადღებას გაამახვილებენ იმ ხარვეზებზე, რაც ამ საქმის გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთა. ამბობენ, რომ მტკიცებულებები არასაკმარისია, თუმცა ამას კატეგორიულად უარყოფს მთავარი საგამოძიებო უწყება.