ნოდარ და ლევან შუკაკიძეების ადვოკატები, ნიკა მელიას ოფისის დაწვის ბრალდებას, უსაფუძვლოს უწოდებენ. ადვოკატები ამბობენ, რომ ნიკა მელიას არანაირი მტკიცებულება მომხდარში შუკაკიძეების მონაწილეობის დასადასტურებლად, არ აქვს და მან უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია. ადვოკატებს იმედი აქვთ, რომ გამოძიება დამნაშავეს იპოვის.