ცნობილმა ფოტოგრაფმა, რომლის ობიექტივში საქართველოს უახლესი ისტორიიდან არაერთი საინტერესო მოვლენა მოხვდა, საკუთარ შემოქმედებას ერთ სივრცეში მოუყარა თავი.
თბილისის ისტორიის მუზეუმი ვარლამ გენგიურის გამოფენას ეთმობა. 60 წლის განმავლობაში გადაღებული 100-მდე ნამუშევარი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვან ფაქტებს ასახავს.
ექსპოზიციისთვის ცნობილი სპორტული ფოტორეპორტიორის ნამუშევრები გოგა ჩანადირმა შეარჩია. ვარლამ გენგიურის ფოტოების გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში 28 სექტემბრამდე გაგრძელდება.