51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარ მკვლელობაზე დაკავებულებს ბრალი დაუმძიმდათ

51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარ მკვლელობაზე დაკავებულებს ბრალი დაუმძიმდათ. ადვოკატის განცხადებით, აღნიშნული, ექსპერტიზის შედეგებმა განაპირობა.

ინტერესების დამცველის თქმით, დადასტურდა, რომ გარდაცვლილებს ერთზე მეტი ადამიანისგან ჰქონდათ ჭრილობები მიყენებული.

შეგახსენებთ, პროკურატურამ არასრულწლოვნების განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ორ არასრულწლოვანს ბრალდება დაუზუსტა. ერთს ჯგუფურად წინასწარი შეცნობით ორზე მეტი პირის მკვლელობა, მეორეს კი, ერთის ჯგუფურად მკვლელობა ედება ბრალად.