20-დღიანი შეზღუდვის შემდეგ, ქუთაისი და ბათუმი იხსნება. ორივე ქალაქში ხვალიდან შესვლა-გასვლა ნებადართული იქნება. გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ ვრცელდება თბილისსა და რუსთავზე, რომლებიც 15 აპრილს ქუთაისთან და ბათუმთან ერთად ჩაიკეტა. თუმცა ეპიდემიოლოგური სურათის მიხედვით, მიმდინარე კვირას, შესაძლოა, დედაქალაქი და რუსთავიც გახსნან.
იწყება ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის მეორე ეტაპიც. ეს ნიშნავს, რომ ხვალიდან კომპანიების ნაწილი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული წესების დაცვის პირობით გააგრძელებს. იხსნება იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრებიც, თუმცა მოქალაქეებმა საჭირო სერვისების მისაღებად, ვიზიტის დღე წინასწარ ელექტრონულად უნდა დაჯავშნონ. კვლავ ძალაში რჩება ე.წ. კომენდანტის საათი, ასევე ავტომობილებში მგზავრთა განლაგებასა და რაოდენობასთან დაკავშირებული შეზღუდვა.