„42°პარალელი” - ეპიზოდი #2: რატომ არ აქვს ცენტრალურ ბანკს პირდაპირი გავლენა „ფულის მასაზე?“
ბევრ ნეოკლასიკოს ეკონომისტს ჯერ კიდევ სჯერა, რომ ცენტრალურ ბანკს შეუძლია, გააკონტროლოს ფულის რაოდენობა ეკონომიკაში.
 
ნეოკლასიკურ თეორიაში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცება, რომელსაც ეფუძნება მთავარი ნეოლიბერალური პრეტენზია, რომ ცენტრალურ ბანკებს შეუძლიათ, გამოიწვიონ მაღალი ინფლაცია, თუ ისინი დაუშვებენ ფულის მიწოდების ზრდას სწრაფი ტემპებით.
 
სწორედ აქედან გამომდინარეობს მილტონ ფრიდმანის მონეტარისტული „ფულის რაოდენობრივი თეორიის“ რეკომენდაცია, რომ ცენტრალურ ბანკს შეუძლია, შეაჩეროს ინფლაცია ფულის ზრდის შენელებით. მილტონ ფრიდმანის სიტყვები რომ გავიხსენოთ, „ინფლაცია ყველგან და ყოველთვის ეს არის მონეტარული ფენომენი.“
 
სინამდვილეში, ცენტრალურ ბანკს არ აქვს პირდაპირი გავლენა “ფულის მასაზე”. ჩვენი რუბრიკის მომდევნო III ეპიზოდში დეტალურად ვაჩვენებთ, რომ მილტონ ფრიდმანის „ფულის რაოდენობრივი თეორია“ არის მცდარი და წარმოადგენს რეალური სამყაროდან დაშორებულ თეორიულ ვარაუდს, რომლის სიმცდარე ისტორიამ და პრაქტიკამ უკვე დაამტკიცა და ჩვენ მას დეტალურად ვაჩვენებთ.
 
შემდეგ სიუჟეტში ჩვენ ასევე ავხსნით ინფლაციის მიზეზებს და რეალური სამყაროს მონაცემებით დავამტკიცებთ, რომ მილტონ ფრიდმანი არასწორია.
https://1tv.ge/show/42-paraleli/