კერძო იპოთეკარებთან ურთიერთობით დაზარალებულები და ქუჩაში დარჩენილი ათეულობით ოჯახი – კეკელიძის ქუჩაზე განვითარებულმა მძიმე მოვლენებმა მრავალწლიანი პრობლემა კიდევ უფრო აქტუალური გახადა.
რატომ სრულდება სესხების აღება ცალკეულ შემთხვევებში გამოსახლების პროცესით და რამდენად იცავს კანონი ორივე მხარის უფლებებს სათანადოდ: ფაქტია, რომ ხუთი წლის წინ გამკაცრებული კანონმდებლობის მიუხედავად, სესხების გაცემის დროს მოსალოდნელი რისკები დაზღვეული მაინც არ არის და მსესხებლის ქონება შესაძლოა ისევ აღმოჩნდეს აუქციონზე. პრობლემა მსესხებლის და გამსესხებლის დავის პროცესში სასამართლოს ჩართვის ვალდებულებამაც ვერ მოაგვარა. საბანკო სესხების გაცემის რეგულაციების გამკაცრების ფონზე მოქალაქეთა ნაწილი სესხის აღების ალტერნატიულ გზებს ეძებს, რა დროსაც ქონების დაკარგვის რისკები იზრდება.
შალვა სუმბაძე არკვევდა, სად არის გამოსავალი და როგორ უნდა დაიცვას მსესხებელმა თავი გამოსახლების საფრთხისგან.