სად და როგორ ნაწილდება საპენსიო დანაზოგები

კითხვა, რომელიც დაგროვებითი საპენსიო სისტემით მოსარგებლე არაერთ მოქალაქეს აწუხებს.

გარკვეული ცვლილებების შემოღების შემდეგ ბენეფიციარებს აინტერესებთ, რომელ პორტფელებშია განთავსებული მათი საპენსიო დანაზოგები და რამდენ პროცენტიანი სარგებელი ერიცხებათ. კითხვები მას შემდეგ გახშირდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ყოველთვიური საპენსიო შენატანები, ბენეფიციართა ასაკის მიუხედავად, კონსერვატიულ, ანუ ე.წ. დაბალრისკიან პორტფელებში გადაიტანეს. თუმცა, ცვლილება არ შეეხოთ იმ მოქალაქეებს, რომლებმაც კანონში ცვლილებების დაანონსებამდე, ჯერ კიდევ აგვისტოში პორტფელი საკუთარი სურვილით შეცვალეს.