42° პარალელი - ტურისტული მიმზიდველობა, როგორც „წყევლა“
  • გლობალური ტურიზმი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ექსპონენციურად იზრდება. თუ 1950 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 25 მილიონს შეადგენდა, 2018 წლისათვის, ეს რიცხვი 1.4 მილიარდამდე გაიზარდა. შედეგად, ტურიზმის განვითარება ეკონომიკური ზრდის მიღწევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად განსაკუთრებით გლობალური სამხრეთის პატარა ქვეყნებისათვის იქცა. თუმცა ტურიზმი ვერ იქნება გრძელვადიანი განვითარების საწინდარი. ტურიზმზე დამყარებული ეკონომიკური ზრდა მას შემდეგ შეჩერდება, რაც შემომავალი ვიზიტორების რიცხვი გარკვეულ დონეზე დასტაბილურდება. მეტიც, ამ სექტორის სწრაფმა განვითარებამ შესაძლოა ის სექტორები დააზარალოს, რომლებსაც ზრდის უფრო დიდი პოტენციალი აქვს

42° პარალელი