შემოსავლები ტურიზმის სექტორიდან
მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ქვეყანამ ტურიზმიდან 830 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს მაჩვენებელი 0,5 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ზრდა განსაკუთრებით ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიმართულებიდან აღინიშნება. ამ ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების დანახარჯები 36.4%-ით გაიზარდა და 141 მილიონ დოლარს მიაღწია.