ჩინელი ტუროპერატორების ვიზიტი
ITB China-ს ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 20-მდე ჩინელ ტუროპერატორსა და მედიის წარმომადგენელს უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები თანამშრომლობის გაღრმავებისა და საქართველოში ერთობლივი ტურების მოწყობის მიმართულებით. საუბარი შეეხო მაისში, შანხაიში დაგეგმილი ITB China-ს გამოფენაზე საქართველოს განსაკუთრებული სტატუსით წარდგენას. ჩინელი ტუროპერატორები და მედიის წარმომადგენლები ესტუმრნენ ძველ თბილისს, მცხეთას და მუხრანს. გაეცნენ კულტურულად საინტერესო ადგილებს, დააგემოვნეს ქართული კერძები და ღვინო.