პრეზენტაცია ტურისტული კომპანიებისთვის
ნიუ იორკში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 50-ზე მეტი ამერიკული ტურისტული კომპანიის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიების ფარგლებში, ქართველი ტუროპერატორები და სასტუმროების წარმომადგენლები ამერიკელ კოლეგებს შეხვდნენ. B თუ B ფორმატში მოწყობილ შეხვედრაზე ქართულ კომპანიებს პოტენეციურ პარტნიორებთან კომუნიკაციისა და მათთან თანამშრომლობის გეგმების განხილვის შესაძლებლობა ჰქონდათ. ღონისძიების მიზანი ქართული ტურისტული სექტორის მხარდაჭერა და ამერიკის ტურისტულ ბაზარზე საქართველოს პოპულარობის გაზრდაა.