წყლის წისქვილები სამეგრელოში
საქართველო წყლის წისქვილის მოხმარების ერთ-ერთ უძველეს კერადაა მიჩნეული. წყაროების მიხედვით, ასეთი წისქვილები რომში ძველი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნიდან გაჩნდა, თუმცა არსებობს მოსაზრებაც, რომ წყლის წისქვილები პირველად მცირე აზიაში გამოიყენეს და შესაძლოა კავკასიაში უფრო ადრე გავრცელებულიყო, ვიდრე დასავლეთ ევროპაში. სამეგრელოში წყლის წისქვილები მრავლად გვხვდება, მათგან არაერთი ორ და სამსაუკუნოვანი ისტორიის მქონეა. შეიძლება თუ არა, რომ წყლის წისქვილები ეთნოტურისტულ მარშრუტებში მოხვდეს – ნატალია ბერულავასა და მურად ფარცვანიას რეპორტაჟი აბაშიდან #მოამბერეგიონები