გაცნობითი ტური ჩინეთის ტურიზმის სფეროსა და მედიის წარმომადგენლებისთვის
მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობისთვის მზადება გრძელდება.
მაისის ბოლოს საქართველოს შესაძლებლობა ექნება საკუთარი ტურისტული პოტენციალი შანხაიში დაგეგმილი გამოფენის 10 ათასობით ვიზიტორს გააცნოს. „აითიბი ჩაინა 2026“-ს ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, პრესტიჟულ გამოფენაზე საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით და 70 ქართული კომპანიით იქნება წარმოდგენილი. მანამდე კი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სტუმრებს ჩინეთიდან მასპინძლობს. ტურისტული სექტორისა და მედიის წარმომადგენლები საქართველოს მასშტაბით გამორჩეულ ტურისტულ ადგილებში ამოგზაურეს.