საქართველო ITB CHINA 2026-ის პარტნიორი ქვეყანა გახდა
საქართველო ITB CHINA 2026-ის პარტნიორი ქვეყანა გახდა. აზიის უმსხვილესი ტურისტული გამოფენის პარალელურად, დაგეგმილია სპეციალური კონფერენციის ჩატარება, რომელიც სამოგზაურო სექტორის განვითარებას შეეხება. ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის სააგენტოში აცხადებენ, რომ ჩინეთი ახალი, მაგრამ სწრაფად მზარდი ბაზარია.
პირდაპირი ავიარეისების სიხშირისა და მიმართულებების ზრდამ, ასევე ორმხრივი უვიზო რეჟიმის შემოღებამ, ტურიზმის სფეროში საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის განვითარებას ხელი შეუწყო. დღეისთვის საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარულ სამგზავრო ფრენებს ორი ჩინური ავიაკომპანია ახორციელებს.