ისტორიული თარიღი, რომელიც ერთდროულად ტრაგიკულ და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს აცოცხლებს. დღეს 9 აპრილია. 31 წლის წინ, ამ დღეს, რუსთაველის გამზირზე ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით შეკრებილი მშვიდობიანი მომიტინგეები, საბჭოთა შეიარაღებული ძალების სპეც-დანიშულების რაზმმა სასტიკად დაარბია. საბჭოთა რეჟიმის სადამსჯელო ოპერაციის შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი. იდეა, რომელმაც 1989 წელს ათასობით ადამიანი გააერთიანა, ორი წლის შემდეგ რეალობად იქცა. 1991 წლის 9 აპრილს ქვეყანამ დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.