პარტიების საარჩევნო კამპანია

15:18, 12.10.2024

პარტია „ქართველთა ერთობამ“, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრები ზუგდიდში გამართა. ენგურის ხიდზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა საარჩევნო პროგრამა და გზავნილები გააჟღერა. მოგვიანებით ქალაქის ცენტრის მიმართულებით მსვლელობა გაიმართა. „ქართველთა ერთობის“ წარმომადგენლებმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.

მსგავსი