9 აპრილს დაღუპულებს იხსენებენ საქართველოს რეგიონებში

9 აპრილს დაღუპულებს იხსენებენ რეგიონებშიც. დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ფოთში. ქალაქის მერმა ახალგაზრდებთან ერთად 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო. ფოთის ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა, სიმბოლურად, 21 ფრანი გაუშვეს. ცეკვის აკადემიის გოგონათა ჯგუფის მიერ შესრულდა ცეკვის კომპოზიცია. ფოთის საკათედრო ტაძარში კი 9 აპრილს დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართება.

ქუთაისში კი 9 აპრილის 35 წლისთავთან დაკავშირებით, მერაბ კოსტავას მემორიალი ყვავილებით შეამკეს. 9 აპრილს დაღუპული გმირების პატივსაცემად მემორიალთან მოვიდნენ იმერეთის გუბერნატორი, ქუთაისის მერი საკრებულოს წევრები და ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი და ის ყვავილებით შეამკეს. მემორიალთან ეროვნული მოძრაობის წევრები და მოქალაქეებიც შეიკრიბნენ. ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტის, მეუფე იოანეს კურთხევით კი პანაშვიდი აღავლინა.

9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს თელავში, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა. 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველზე მომხდარ ტრაგედიას თელაველი შალვა ქვასროლიაშვილიც შეეწირა. დღესვე თელავის ღვთისმშობლის ეკლესიაში გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართება.

9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს გორშიც. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და 35 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენეს. დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ გადაიხადა. 9 აპრილის გმირთა მემორიალთან იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც.