შალვა პაპუაშვილის განცხადება

დღევანდელ თარიღს ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე და წერს: „1989 წლის 9 აპრილიდან 35 წელი გავიდა. და მაინც, ამ დღის მოახლოებასთან ერთად კვლავაც მძაფრად განვიცდით ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში დატრიალებულ ქარტეხილებს, რომელთა შორის ეს თარიღი ერთ-ერთი გარდამტეხია. უმძიმეს ტრაგედიასთან ერთად, 9 აპრილი არის ქართველი ერის თვითგამორკვევის და ერთობის დღე. 9 აპრილი, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა, დარჩება ჩვენი ერის ისტორიაში გამარჯვებისა და ერთიანობის სიმბოლოდ, დღედ „უდიდებულესი წამისა”, – აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.