9 აპრილის მემორიალი მოქალაქეებმა ყვავილებით შეამკეს

რუსთაველის გამზირზე შეკრება მოქალაქეებმა გვიან ღამიდან დაიწყეს. მთელი ღამის განმავლობაში არ წყდებოდა მოქალაქეთა ნაკადი პარლამენტის შენობასთან, სადაც 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებდნენ. მოქალაქეები მემორიალთან ყვავილებითა და სანთლებით მივიდნენ. საკანონმდებლო ორგანოსთან იმყოფებოდნენ 9 აპრილის აქციის მონაწილეებიც.

მემორიალთან დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.