2025 წლის ბიუჯეტის პირველადი მონახაზი მზად არის.
მთავარი ფინანსური დოკუმენტის წინასწარი ვერსიის გარშემო საპარლამენტო განხილვები დაიწყო. გათვალისწინებულია რამდენიმე უწყების დაფინანსების ზრდა, ასევე პენსიების მატება. პრიორიტეტი ჯანდაცვა, სოციალური მიმართულებები და ინფრასტრუქტურაა. უმრავლესობასა და ოპოზიციას შენიშვნების მოსამზადებლად დრო 22 ოქტომბრამდე აქვთ. ხელისუფლების ოპონენტები ბიუჯეტის პირველად ვერსიას იწუნებენ და კანონპროექტს მიღმა საარჩევნო ინტერესებს ხედავენ.