2025 წლის ბიუჯეტი

საქართველოს 2025 წლის ბიუჯეტის პროექტზე პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები დასრულდა. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პარამეტრებს დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი გაეცნო. პროექტით მომავალი წლის ნაერთი ბიუჯეტი 2 მილიარდ 400 მილიონი ლარით, 31 მილიარდ 200 მილიონ ლარამდე იზრდება. პროექტში ეკონომიკური ზრდა გაწერილია 5.5 პროცენტზე. გაზრდილია ცალკეული სამინისტროების დაფინანსება. პროექტს ახლავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და ეროვნული ბანკის დადებითი დასკვნები. მთავარი საფინანსო დოკუმენტი ახლა მთავრობას შენიშვნებით უკან დაუბრუნდება. მეორე წარდგინებით ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება უკვე ახალ, მე-11 მოწვევის პარლამენტს მოუწევს.