პარლამენტი დღეს 2024 წლის ბიუჯეტს ამტკიცებს. მომავალი წლის ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 28,5 მილიარდი ლარით განისაზღვრება. ხარჯვითი ნაწილი საბოლოო ვერსიაში, 165 მილიონი ლარითაა გაზრდილი, საიდანაც 130 მილიონი რეგიონების პროექტების დაფინანსებას მოხმარდება. ცალკე მიმართულებაა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები. გაზრდილი ბიუჯეტი ასევე გათვლილია ხელფასების ზრდაზე, ასევე ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკის და სოციალურ მიმართულებებზე.
პოზიცია ბიუჯეტის მხარდაჭერაზე უარს ამბობს.