2024 წლის ბიუჯეტი

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფრაქციებსა და პოლიტიკურ ჯგუფებში საკომიტეტო განხილვები გრძელდება. საკითხზე უკვე ერთ საათია, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე მსჯელობენ.

პროექტი არ მოსწონს ოპოზიციის დიდ ნაწილს, ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ წარმოდგენილი ბიუჯეტი პარტიულია, რომლითაც მმართველი გუნდი ამომრჩეველთა მოსყიდვას ცდილობს. მათი მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, ოპოზიცია დოკუმენტის მხარდაჭერას არ აპირებს.