ხმაური კახეთის საკრებულოში

ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა თელავის საკრებულოს სხდომაზე 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას. დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მათ შორის, კონფლიქტის მიზეზი ბიუჯეტის განხილვა არ ყოფილა, სხდომათა დარბაზში „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა დეპუტატებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიულოცა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გააპროტესტეს, რის შემდეგაც დარბაზში ხმაური დაიწყო. ოპოზიციონერი დეპუტატი, ბადურ რევაზიშვილი საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა. ამის შემდეგ კი გაძევებულ კოლეგას მხარდაჭერა გამოუცხადა სხვა დეპუტატმაც, რის გამოც მხარეებს შორის დაპირისპირება განახლდა. სხდომაზე 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. ოპოზიციამ ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა და დარბაზი პროტესტის ნიშნად ყველა მათგანმა დატოვა.