სენაკის საკრებულომ მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტს ფრაქცია „ქართული ოცნების “17-ვე წევრმა დაუჭირა მხარი. რაც შეეხება ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ საკუთარი შენიშვნები გააჟღერეს და დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. რაც შეეხება მეორე ოპოზიციურ პარტიას „გახარია – საქართველოსთვის“, მათ ხმა არ მისცეს ბიუჯეტს. საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ „გახარია – საქართველოსთვის“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. იყო სიტყვიერი დაპირისპირება სენაკის მუნიციპალიტეტის მერთანაც, რომელიც სხდომას ესწრებოდა.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 33 წევრია, მათგან 17 „ქართული ოცნება“, 12 – ენმ და 4 – „გახარია საქართველოსთვის“.