2024 წლის ბიუჯეტი

პარლამენტში 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა გრძელდება. დოკუმენტი ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილა. კომიტეტმა ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა. 2024 წელს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტი 27 მილიარდ 800 მილიონი ლარი იქნება. პროექტის მიხედვით, მომავალი წლის ბიუჯეტშიც პრიორიტეტულია ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მიმართულება. მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველადი ვერსიით, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 870 მილიონი ლარით იმატებს. იზრდება პენსიები, ასევე მასწავლებლის ხელფასი და საჯარო მოხელეების ანაზღაურება. 2024 წლის ბიუჯეტი 5.2-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი. მთავრობის გათვლებით, მომავალ წელს ქვეყანაში ინფლაცია საშუალოდ 2.8 პროცენტი იქნება.