2021 წლის კორექტირებული ბიუჯეტის განხილვას იწყებს პარლამენტი. ფინანსთა მინისტრის მოადგილე დეპუტატებს ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გააცნობს. პროექტის მიხედვით, ბიუჯეტი 16 მილიარდ 700 მილიონი ლარია. საბოლოოდ კორექტირებულ ვარიანტში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კორონავირუსის პანდემიის გამო განსაზღვრულ ხარჯებს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ბიუჯეტში ასახულია ყველა ის სოციალური დახმარება, რაც მთავრობამ დააანონსა.