20-21 ივნისს ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 4-ვე პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. სხდომა უკვე დასრულებულია. პროცესზე დაცვის მხარემ ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დააყენა, რაც არ დაკმაყოფილდა. პროკურორის განმარტებით, საქმეში არ არის, ახალი გარემოება.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პირები 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე არიან დაკავებულები. კიდევ ერთი პირი, ბეჟან ლორთქიფანიძე, რომელიც მათთან ერთად იყო დაკავებული, გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული.