თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებული ექვსი პირის საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდა. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის ნაწილმა შესავალი სიტყვა წარმოთქვა.
ბრალდებულ ლევან ჯიქურის უფლებადამცველმა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააყენა. მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
პროცესის დაწყებამდე სასამართლოს ეზოში „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგი გამართა. ხელისუფლებას მან დაკავებულების განთავისუფლებისკენ მოუწოდა. ასევე, ბრალდებულების გათავისუფლებას საპროტესტო აქციით დაკავებულების ოჯახის წევრები და პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ წევრებიც ითხოვდნენ.