2 წლის ბავშვის გარდაცვალებაში ოჯახი „გლობალმედის“ მედპერსონალს ადანაშაულებს
2 წლის ბავშვის გარდაცვალებაში ოჯახი კლინიკა გლობალმედის მედპერსონალს ადანაშაულებს. მათი ინფორმაციით, ბავშვი კლინიკაში პნევმონიის დიაგნოზით პარასკევს მიიყვანეს, სადაც სათანადო მკურნალობა არ აღმოუჩინეს. მდგომარეობის გართულების შემდეგ, ის სხვა კლინიკაში გადაიყვანეს.
გარდაცვლილის ოჯახი ითხოვს ბავშვის მკურნალ ექიმებს უფლებამოსილება შეუჩერდეთ. ბრალდებებს უპასუხეს კლინიკა გლობალმედიში, სადაც აცხადებენ, რომ ბავშვი თვენახევრის განმავლობაში ავადმყოფობდა და კლინიკიდან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, უფრო სიღრმისეული გამოკვლევებისთვის გაგზავნეს, თუმცა მდგომარეობა კრიტიკული არ იყო. კლინიკა ევექსში კი, სადაც ბავშვი მოგვიანებით გადაიყვანეს, აცხადებენ, რომ 2 წლის პაციენტი მათთან უმძიმეს მდგომრეობაში მიიყვანეს.