COVID-19-ის პანდემია

ინფორმაცია, რომელმაც კორონავირუსის გავრცელების გარშემო არსებული სურათი, შესაძლოა, რადიკალურად შეცვალოს. რეზონანსული აღმოჩნდა საფრანგეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში ჩატარებული განმეორებითი კვლევა. ამ კვლევამ დაადასტურა, რომ დეკემბრის ბოლოს, ადგილობრივმა მედიკოსებმა, პნევმონიის დიაგნოზით მიღებულ, რეალურად კი კოვიდ-19-ით ინფიცირებულ პაციენტს უმკურნალეს. ანუ, საფრანგეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა, შესაძლოა, არა 24 იანვარს, არამედ ერთი თვით ადრე – 26 დეკემბერს გამოვლინდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში არ გამორიცხავენ, რომ ინფიცირების უფრო ადრეული შემთხვევები სხვა ქვეყნებშიც იყოს. საფრანგეთში კოვიდ-19-ის შესაძლო ადრეული ფაქტების შესწავლა უკვე დაიწყეს.

მოამბე

დატოვე კომენტარი