საქართველოში სეზონური ვირუსების გავრცელება აქტიურ ფაზაში შევიდა

საქართველოში სეზონური ვირუსების გავრცელება აქტიურ ფაზაში შევიდა. მედიკოსების ინფორმაციით, ახლა ძირითადად A ტიპის ვირუსი ცირკულირებს, რომლის ყველაზე ხშირი გართულება პნევმონიაა. ვირუსს მაღალი ტემპერატურა, თავისა და სახსრების ტკივილი, ასევე გამოხატული სისუსტე ახასიათებს. ავადების ფონზე გაზრდილია კლინიკებში პაციენტების მიმართვიანობაც.

ციციშვილის ბავშვთა საავადმყოფოში სხვადასხვა ვირუსული გართულებით ახლა 45 პაციენტი მკურნალობს. საახალწლო არდადეგების დასრულების შემდეგ, სპეციალისტები შემთხვევების კიდევ უფრო მატებას ელოდებიან. ვაქცინაცია, პირბადის ტარება და სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, სახლში დარჩენა – ეს ექიმების მთავარ რეკომენდაციებად რჩება.