პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ კიდევ ერთი ახალი პაციენტი მიიღეს, რომელიც ბოლნისის კლასტერს უკავშირდება. მას საშუალო სიმძიმის პნევმონია აქვს. ამ დროისთვის, კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში 45 ინფიცირებული პაციენტი იმყოფება, გუშინ კლინიკა კიდევ ერთმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა.

ბოჭორიშვილის კლინიკაში გუშინ შვიდი ახალი პაციენტი მიიღეს, რომლებიც ასევე  ბოლნისის კლასტერთან არიან დაკავშირებული. საერთო ჯამში, ამ დროისთვის კლინიკაში, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ 33 პაციენტს მკურნალობენ.