რესპუბლიკურ საავადმყოფოში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების ერთი შემთხვევა გამოვლინდა

18:40, 04.04.2020

რესპუბლიკურ საავადმყოფოში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების ერთი შემთხვევა გამოვლინდა. კლინიკამ ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხი გვიან ღამით მიიღო. 14 ტესტიდან დადებითი შედეგი მხოლოდ ერთი იყო. შუა ხნის ქალბატონი მკურნალობას რესპუბლიკურ საავადმყოფოში გააგრძელებს, მისი მდგომარეობა სტაბილურია და ამ ეტაპზე პნევმონია არ აღინიშნება. ეს არ არის მეოთხეული გადაცემა, მოქალაქე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

მსგავსი