ცხრა პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება საუნივერსიტეტო კლინიკაში

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, კოვიდინფიცირებული ცხრა პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება . 47 დაავადებულს კი ორმხრივი პნევმონია აქვს. ასევე ცნობილია, რომ  ორსული პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და კლინიკას დღეს დატოვებს.

როგორია ბოლო მონაცემები კლინიკიდან, სადაც ყველაზე მეტი ინფიცირებული მკურნალობს –  მედიასთან კომენტარი რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.

დატოვე კომენტარი