18 წლის რობერტ ღონღაძის ცემაში ბრალდებული ორი სამართალდამცველი ბრალს არ აღიარებს
18 წლის რობერტ ღონღაძის ცემაში ბრალდებული ორი სამართალდამცველი ბრალს არ აღიარებს.
აღკვეთ ღონისძიებაზე რუსთავის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. პროცესზე პროკურორსა და ბრალდებულებს შორის ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შელაპარაკებას.
პროკურატურამ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შს სამინისტროს ორი თანამშრომელი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, 2017 წლის 12 ნოემბერს, აღნიშნულმა პირებმა რუსთავში, ერთ-ერთი მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. შემდეგ კი დაედევნენ, რა დროსაც ტაბელური იარაღიდან სამჯერ გაისროლეს და დევნის ობიექტს ფიზიკურად გაუსწორდნენ.