ზაზა სარალიძის სასამართლო

რუსთავის საქალაქო სასამართლოში ზაზა სარალიძის საქმის წინასასამართლო სხდომა დასრულდა.

პროცესს მოსამართლე ქეთევან ლუაშვილი უძღვებოდა. სხდომაზე იმყოფებოდნენ თავად ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი.

მოსამართლემ დაცვისა და ბრალდების მხარის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო. საქმის არსებითი განხილვა 25 დეკემბერს დაიწყება.

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამას პოლიციელზე თავდასხმაში ედება ბრალი, კერძოდ კი, 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.