გიორგი ჭანტურიას საქმე

პატიმრობიდან გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას საქმე რუსთავის საქალაქო სასამართლოში დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. მოგვიანებით მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ. პროცესს დაესწრება გიორგი ჭანტურიაც.

ცხრათვიანი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, მედიასთან კომენტარი მას ამ დრომდე არ გაუკეთებია. გიორგი ჭანტურიას გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობას ედავებიან. მას 20 000 ლარიანი გირაო შეეფარდა და გათავისუფლების შემდეგ გარკვეული შეზღუდვები დაუწესდა.

დატოვე კომენტარი