სარალიძის საქმე

რუსთავის საქალაქო სასამართლო ზაზა სარალიძის საქმის განხილვას 14 დეკემბრიდან დაიწყებს.

ხორვას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. საუბარია პარლამენტის შენობასთან მომხდარ ინციდენტზე. პროკურატურას დღევანდელ პროცესზე აღკვეთის გამოყენების შუამდგომლობა არ დაუყენებია. ბრალდების პოზიციით ამის აუცილებლობა არ არსებობს.

სარალიძის ადვოკატი ბრალის არასწორ ფორმულირებაზე საუბრობს. მისი თქმით, ბრალდებულს ინციდენტის დროს არ გამოუყენებია ბლაგვი საგანი. პროკურორ ლევან ჯალაღანიას განმარტებით კი, ვიდეომასალა, რომელიც საზოგადოებამ იხილა, კარგად ჩანს როგორ უტყამს ზაზა სარალიძე ერთჯერადად პოლიციელს ლითონის მილს, რის შემდეგაც ჩხუბს ხელით აგრძელებს.

დატოვე კომენტარი