მარნეულის ინციდენტზე ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების სხდომა

რუსთავის საქალაქო სასამართლო არაადამიანური მოპყრობის საქმეზე ძალადობის მუხლით ბრალდებული სამი პირის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. ბრალდებულებს შორის არის პარლამენტის წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი აზერ სულეიმანოვი. ასევე მარნეულის საკრებულოს წევრი პარტია ქართული ოცნების დეპუტატი რამინ ალახვერდოვი და მარნეულის დაკავებული მერის თემურ აბაზოვის ნათესავი. აბაზოვისგან განსხვავებით, რომელიც ბრალს არ აღიარებს, სამივე დაკავებულის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად გირაოს ითხოვდა. რა გადაწყვეტილება გამოტანა მოსამართლემ და როგორია დაცვის მხარის არგუმენტები? რუსუდან ლოლაძე ესწრებოდა პროცესს.